Tuesday, April 15, 2014

დღე მეცხრე

ჩვენი საინტერესო ტრენინგის მეცხრე დღეც მიილია.მიუხედავად იმისა,რომ დაღლილი ვარ, ვაცნობიერებ,რომ ძალიან საინტერესო და საჭირო უნარ-ჩვევები შევიძინე ამ ტრენინგზე.ვისწავლე ძალიან ბევრი რამ:
  • ბლოგის შექმნა
  • ბლოგზე ინფორმაციის განლაგება
  • ბუკლეტის დამზადება
  •  გაზეთის დამზადება
  • შევადგინე შეფასების რუბრიკები
  •  გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია,რომელიც დღეს წარვუდგინე ჩვენი ჯგუფის წევრებს.ასევე მოვისმინე სხვა პრეზენტაციებიც.
                                 კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას ჩვენს ტრენერს, გიორგი არავიაშვილს.

Thursday, April 10, 2014

დღე მერვე

მერვე დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის.გავიხსენეთ ბევრი რამ,რაც წინა 7-ი სატრენინგო დღეს გავიარეთ.ვიმუშავეთ ფასილიტაციის მასალების შექმნაზე.კიდევ ერთხელ შევადგინე კითხვარი და იმედი მაქვს,რომ ეს ფორმა გამომადგება ჩემი პროექტის განხორციელებისას,როგორც ერთი საინტერესო აქტივობა.
      საშინაო დავალებად მაქვს ერთი რომელიმე აქტივობისთვის შესადგენი დოკუმენტი(ჩეკლისტი),რისი მეშვეობითაც აქტივობას დაგეგმავენ მოსწავლეები და ეს გაუადვილებს სამუშაოს,თან დაეხმარება იმაში,რომ არ გამორჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი პუნქტი და მე კი ეს ფორმა დამეხმარება იმაში,რომ კარგად ვაკონტროლო მოსწავლეების მუშაობის პროცესი.
      ჩვენი ტრენინგები უახლოვდება დასასრულს და მე გული მწყდება,რომ ასეთი საინტერესო ტრენინგი შესაძლოა არც მქონდეს მომავალში.დიდი სიამოვნებით ვითანამრომლებდი მომავალშიც გიორგი არავიაშვილთან,რომელიც გულისყურით გვისმენდა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის,რომ ყველაფერი კარგად გაგვეგო.
     

ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე

Tuesday, April 8, 2014

დღე მეშვიდე

მეშვიდე დღე იყო ძალიან საინტერესო და ასევე ძალიან დატვირთული .მე წარვადგინე პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა,მოვისმინე თანაგუნდელების შეხედულებები,ტრენერის შენიშვნები,რასაც აუცილებლად  გავითვალისწინებ შემდგომში სხვა რუბრიკების შედგენის დროს.
   ვიმუშავეთ პროექტის გეგმის საბოლოო სახეზე.გეგმაში შევიტანე ის შესწორებები,რომელიც წამოიჭრა მუშაობის დროს.
      შემდეგი ტრენინგისთვის უნდა მქონდეს დამუშავებული სხვადასხვა შეფასების რუბრიკები.
      დღე იყო ძალიან ნაყოფიერი.

Thursday, April 3, 2014

დღე მეექვსე


  • დღეს განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციები,რომლებიც ვერ განვიხილეთ წინა შეხვედრაზე.
  • გავარჩიეთ გაზეთის შაბლონზე მუშაობის პროცესი.
  • ჩემთვის დღევანდელი დღე  ძალიან მნიშვნელოვანი იყო ,რადგან ვისწავლე პორტფოლიოს განთავსება ბლოგზე.
  • DRAIV-ზე ავტვირთე პროექტის და პრეზენტაციის ყველა მასალა.
  • გავიგე,თუ როგორ შეიძლება ჩვენს მიერ ატვირთული მასალა გახდეს ხელმისაწვდომი იმ პირებისთვის,ვინც დაინტერესებულია ამ პროექტით.
  • საშინაო დავალებად მომეცა,ყველა დამუშავებული აქტივობებისთვის შემექმნა შეფასების რუბრიკები.
შაბათ-კვირა მექნება ძალზედ დატვირთული,მაგრამ შედეგი ღირს წვალებად!!! 


Sunday, March 30, 2014

დღე მეხუთე


  •       დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის.განვიხილეთ რამოდენიმე პროექტის პრეზენტაცია,რამაც მე დამანახა,თუ რას უნდა მივაქციო ყურადღება პრეზენტაციის მომზადების დროს.ჩემი პრეზენტაცია მქონდა გადაგზავნილი გიორგი არავიაშვილთან,რომელმაც დადებითად შემიფასა ჩემი ნამუშევარი,ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის.
  •      დღეს ასევე ვისწავლე,თუ როგორ უნდა განვათავსო ვიდეო რგოლი ჩემს ბლოგზე.მე ავირჩიე ვიდეო  "საეკლესიო კალენდარი" და განვათავსე ბლოგზე.
  • განვიხილე მოდული 4-აქტივობა2-"მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა"  და აქტივობა 3-"მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესი"
  • ვიმუშავე სკოლის გაზეთის შაბლონზე.
                 დიდი მადლობა გიორგი არავიაშვილს ასეთი საინტერესო დღისთვის.




Thursday, March 27, 2014

დღე მეოთხე




















  • განვიხილეთ სწაკვანძო სიტყვებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რჩევები
  • გავეცანით შეფასების ფორმებსა და რუბრიკებს ,დროში გაწერილ შეფასების გეგმას,აქტივობის რა ფორმებს ვიყენებთ პროექტზე მუშაობისას:დაწყებისას,მუშაობის პროცში და დასრულებისას.
  • განვიხილეთ მოდული3 აქტივობა 3 და 4(ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის და ინტერნეტკავშირი მსოფლიოსთან,შესაბამისად)
  • ვისაუბრეთ პოპულარულ საძიებო სისტემებზე და განვიხილეთ საავტორო უფლებების ქაოსი-პრეზენტაცია.
  • შევიტანეთ შესწორებები პროექტის გეგმის შბლონში.
  • ბლოგში დავამატეთ სამი  გვერდი:ფოტო-ვიდეო,პორტფოლიო და მონაწილეთა ბლოგები.
  • შევქმენით ჩვენი ჯგუფის წევრების ბლოგები.
  • საშინაო დავალებად მოგვეცა პრეზენტაციის მომზადება,რამაც ძალიან დამაინტერესა და იმედია ურიგო არ გამოვა.

როგორც ხედავთ დღეს ფუჭად არ ჩაუვლია,მიუხედავად დაღლილობისა ჯგუფის ყველა წევრი იყო ჩართული მუშაობაში სრული დატვირთვით.წარმატებებს გისურვებთ ჩემო თანაჯგუფელებო!!!