Sunday, March 30, 2014

დღე მეხუთე


  •       დღე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის.განვიხილეთ რამოდენიმე პროექტის პრეზენტაცია,რამაც მე დამანახა,თუ რას უნდა მივაქციო ყურადღება პრეზენტაციის მომზადების დროს.ჩემი პრეზენტაცია მქონდა გადაგზავნილი გიორგი არავიაშვილთან,რომელმაც დადებითად შემიფასა ჩემი ნამუშევარი,ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის.
  •      დღეს ასევე ვისწავლე,თუ როგორ უნდა განვათავსო ვიდეო რგოლი ჩემს ბლოგზე.მე ავირჩიე ვიდეო  "საეკლესიო კალენდარი" და განვათავსე ბლოგზე.
  • განვიხილე მოდული 4-აქტივობა2-"მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა"  და აქტივობა 3-"მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესი"
  • ვიმუშავე სკოლის გაზეთის შაბლონზე.
                 დიდი მადლობა გიორგი არავიაშვილს ასეთი საინტერესო დღისთვის.




Thursday, March 27, 2014

დღე მეოთხე




















  • განვიხილეთ სწაკვანძო სიტყვებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რჩევები
  • გავეცანით შეფასების ფორმებსა და რუბრიკებს ,დროში გაწერილ შეფასების გეგმას,აქტივობის რა ფორმებს ვიყენებთ პროექტზე მუშაობისას:დაწყებისას,მუშაობის პროცში და დასრულებისას.
  • განვიხილეთ მოდული3 აქტივობა 3 და 4(ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის და ინტერნეტკავშირი მსოფლიოსთან,შესაბამისად)
  • ვისაუბრეთ პოპულარულ საძიებო სისტემებზე და განვიხილეთ საავტორო უფლებების ქაოსი-პრეზენტაცია.
  • შევიტანეთ შესწორებები პროექტის გეგმის შბლონში.
  • ბლოგში დავამატეთ სამი  გვერდი:ფოტო-ვიდეო,პორტფოლიო და მონაწილეთა ბლოგები.
  • შევქმენით ჩვენი ჯგუფის წევრების ბლოგები.
  • საშინაო დავალებად მოგვეცა პრეზენტაციის მომზადება,რამაც ძალიან დამაინტერესა და იმედია ურიგო არ გამოვა.

როგორც ხედავთ დღეს ფუჭად არ ჩაუვლია,მიუხედავად დაღლილობისა ჯგუფის ყველა წევრი იყო ჩართული მუშაობაში სრული დატვირთვით.წარმატებებს გისურვებთ ჩემო თანაჯგუფელებო!!!

Tuesday, March 25, 2014

დღე მესამე




















  • ვიმუშავეთ ბლოგში ინფორმაციის შეცვლაზე,შეტანაზე და დამტკიცებაზე
  • სასწავლო გეგმაში შევიტანეთ პროექტის ძირითადი საკითხები
  • განვიხილეთ,თუ როგორ უნდა დაისვას ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები ჩემი პროექტის შესაბამისად
  • ჯგუფებში ვიმუშავეთ და განვიხილეთ საკვანძო შეკითხვების დასმის წესები,რამაც მოგვცა კომუნიკაციის საშუალება

მესამე დღე ძალიან ნაყოფიერი იყო არა მარტო ჩემთვის ,არამედ მთელი ჯგუფისთვისაც.


                                               პროექტის საკვანძო შეკითხვები:        

ზოგადი - რა არის დაბყრობა?

თემატური :   1. როდის წარმოიშვა არაბთა სახელმწიფო და რა კავშირში იყო  ის საქართველოსთან?
                         2. რა მიზანი ამოძრავებდათ არაბებს საქართველოში შემოსევის დროს?

შინაარსობრივი:  1. რა ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით შეიძლება ვისაუბროთ არაბობაზე საქართველოში?

                               2. როდის მოხდა არაბების პირველი შემოსევა საქართველოში?

                                3. რა დოკუმენტს მოაწერეს ხელი ჰაბიბ იბნ- მასლამამ და სტეფანოზ II?

                               4. რა მიზანი ჰქონდა მურვან ყრუს შემოსევას საქართველოში?

                               5. რა შედეგო მოჰყვა   არაბების შემოსევას საქართველოში?


                        
                
                         

Saturday, March 22, 2014

დღე მეორე

მეორე დღის რეფლექსია
  • შემდეგი ნაბიჯი იყო პუბლიკაციებზე მუშაობა(დაგეგმვა და მომზადება)
  • განვიხილეთ ბუკლეტის შაბლონი
  • შემდეგი ნაბიჯი იყო ბუკლეტზე მუშაობა,ავირჩიეთ სასურველი შაბლონი,დასამუშავებელი პროექტის თემა,მოვიძიეთ ფოტომასალა 
  •  ეს მოძიებული ინფორმაცია განვათავსეთ ბუკლეტის შაბლონზე.
  • გავხსენით საკუთარი ბლოგი
  • განვათავსეთ პირველი დღის რეფლექსია
  • შემდეგი სატრენინგო დღისთვის მოგვცეს საშინაო დავალება(პროექტის გეგმის გაწერა ესგ-ჩათვლით და ბუკლეტის დამზადება)
ტრენინგის მეორე სამუშაო დღე იყო ძალიან დატვირთული და ბევრის მომცემი.

Thursday, March 20, 2014

დღე პირველი

რეფლექსია

პირველ დღეს ტრენინგის მონაწილეებმა:
  •  გავაცანით თავი ჩვენს ტრენერს გიორგი არევიაშვილს და ასევე  გავიცანით ერთმანეთი,რადგან ჯგუფში გვყავს სხვა სკოლის წარმომადგენლებიც.
  • ამის შემდეგ  გიორგის დახმარებით შევქმენით საკუთარი ელექტრონული მისამართი
  • განვიხილეთ სახელმძღვანელო
  • ასევე შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე,რომელსაც შემდგომში გამოვიყენებთ საკუთარ პროექტზე მუშაობის დროს.
  • ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე,რაც ძალიან საინტერესო იყო,რადგან ვიმუშავეთ ჯგუფებში და მოგვეცა კომუნიკაციის საშუალება,აზრის გაცვლა-გამოცვლა
  •   გავაკეთეთ  პრეზენტაცია

ძალიან კმაყოფილი დავრჩი პირველი დღით და იმედი მაქვს,რომ შემდგომ უფრო საინტერესო იქნება.